5 მაისი, 2022
იმპორტირებული სიახლეებიზემო ოროზმანის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგს, მადლობის სიგელი გადასცეს
ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგს, მადლობის სიგელი გადასცეს
05 მაი 2022
კობა მურადაშვილმა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ხმალაძემ სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგს, გაშამ სულეიმანოვს, სამხატვრო სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის, მერიის სახელით მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცეს. დმანისელმა ხელოვანმა, 2022 წლის 11 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ გამოფენაზე მიიღო პირველი ხარისხის დიპლომი. ხოლო, 2-5 მაისს, გაშამ სულეიმანოვის ნამუშევრების გამოფენა დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, მერიაში მოეწყო და დმანისელებს საშუალება მიეცათ მის ნამუშევრებს გაცნობოდნენ.





