9 მაისი, 2022
იმპორტირებული სიახლეები9 მაისი
9 მაისი
09 მაი 2022
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და სასულერო პირებთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ქალაქ დმანისში პანტიანის ტბასთან მდებარე გმირათა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
სასულიერო პირებმა, ომში დაღუპული გმირების, სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.





