dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან

24 ნოემბერი, 2016
იმპორტირებული სიახლეები

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან
24 ნოემ 2016

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს უმასპინძლა. 
შეხვედრის მიმდინარეობისას ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს  გააცნეს თავიანთი მოსაზრებები დმანისის  განვითარების შესახებ. მხარეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს ეთნიკური უმცირესობების კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციის მიზნით განსახორციელებელი პროექტები და სამომავლოდ განსახილველ თემებზეც იმსჯელეს. 

სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ ინიციატივით გაიმართა, რომლის წევრებმა წარმოადგინეს პროექტი სახელწოდებით „აქტიური მოქალაქე დემოკრატიის გარანტია“. პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ამომრჩევლის გააქტიურებას, საარჩევნო კულტურის ამაღლებას, სრულფასოვან ინტეგრაციას ქვეყნის საარჩევნო პროცესში და ჩართვას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.