17 ივნისი, 2022
იმპორტირებული სიახლეებიიაპონიის ელჩის ვიზიტი
იაპონიის ელჩის ვიზიტი
17 ივნ 2022
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურ აკირას და მის მეუღლეს მიიუკი იმამურს უმასპინძლა.სტუმრებმა მოინახულეს დმანისის ნაქალაქარი, (მუზეუმ-ნაკრძალი) სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღი, ქალაქ დმანისის საექსპოზიციო დარბაზი, შვეიცარიული აგრარული სკოლა და პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია."ვიზიტის მიზანს დმანისის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების, კულტურული და ისტორიული პოტენციალის გაცნობა წარმოადგენდა"განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.





