dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

სპორტსმენ ბაჩო ნინიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატი

2 ივლისი, 2022
იმპორტირებული სიახლეები

სპორტსმენ ბაჩო ნინიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატი

სპორტსმენ ბაჩო ნინიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატი
02 ივლ 2022
მიმდინარე წლის 1-2 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და ა(ა)იპ "დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის" მხარდაჭერით, სპორტსმენ ბაჩო ნინიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატი გაიმართა მინი-ფეხბურთში. სადაც მონაწილეობას დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების გუნდები იღებდნენ.ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ქალაქ დმანისისა და ამამლოს გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ქალაქ დმანისის გუნდმა ანგარიშით 7:2 მოიპოვა. პირველ ადგილზე გასულ გუნდს გარდამავალი თასი და სიგელი გადაეცა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს სიგელი.