6 ივლისი, 2022
იმპორტირებული სიახლეებიკობა მურადაშვილი საქართველოს წითელი ჯვრის ოფიციალურ მიღებას ესწრებოდა
კობა მურადაშვილი საქართველოს წითელი ჯვრის ოფიციალურ მიღებას ესწრებოდა
06 ივლ 2022
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტის - ნათია ლოლაძის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას ესწრებოდა, სადაც ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ისტორიაში პირველად, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს, რაც შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაობას საქართველოში.





