dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

გიორგი დოხტურიშვილმა დმანისში საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროექტები მოინახულა

24 აგვისტო, 2022
იმპორტირებული სიახლეები

გიორგი დოხტურიშვილმა დმანისში საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროექტები მოინახულა

გიორგი დოხტურიშვილმა დმანისში საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროექტები მოინახულა
24 აგვ 2022

აღმაშენებლის, ვაჟა-ფშაველას და ბარათაშვილის ქუჩებზე არსებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დეტალურად გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და შეუქმნის უკეთეს საცხოვრებელ პირობებს. პროექტი სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და 18 ოქტომბერს დასრულდება.