26 აგვისტო, 2022
იმპორტირებული სიახლეებიდმანისში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი აშენდება
დმანისში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი აშენდება
26 აგვ 2022
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი ახა გრინსი - „მწვანე სასტუმრო დედამიწაზე“- აშენდება. პროექტის ფარგლებში, სასტუმრო კომპლექსამდე მოხდება გაზსადენის გაყვანა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის გაზიფიცირებას. გარდა ამისა, მოცემულ ტერიტორიაზე ჩატარდება საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაგეგმილია ფერმის, ხეხილის ბაღის და საკალმახე მეურნეობის მოწყობა-განვითარება. მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რეგიონში ტურისზმისა და ეკონომიკის განვითარებას, რაც მთავარია, გაზრდის სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას





