2 სექტემბერი, 2022
იმპორტირებული სიახლეებიმერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
02 სექ 2022
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, პროექტის ფარგლებში „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“. შეხვედრაზე ისაუბრეს ნატო-საქართველოს უსაფრთხოებებზე და ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებზე. პროექტი ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ი „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად , სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.





