16 სექტემბერი, 2022
იმპორტირებული სიახლეებიმოსახლეობასთან შეხვედრა
მოსახლეობასთან შეხვედრა
16 სექ 2022
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილესთან, თემური ზურაბიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კარაბულახის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს 2022 წელს სოფლის პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები.





