27 სექტემბერი, 2022
იმპორტირებული სიახლეებისოფელ საფარლოში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გაიხსნა
სოფელ საფარლოში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გაიხსნა
27 სექ 2022
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. გახსნის ღონისძიებას, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან, თემური ზურაბიშვილთან, არიფ სულეიმანოვთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ესწრებოდა. ადგილობრივ ახალგაზრდებს, სიმბოლურად, ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები დაურიგდათ. Ⴑპორტული მოედანი დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოეწყო.





