29 სექტემბერი, 2022
იმპორტირებული სიახლეები"სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-2023-ის“ გახსნასთან დაკავშირებით, მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა
"სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-2023-ის“ გახსნასთან დაკავშირებით, მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა
29 სექ 2022
"სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-2023-ის“ გახსნასთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ დმანისის საჯარო სკოლების V-VII კლასის მოსწავლები. გოგონებში გამარჯვება მოიპოვა სოფელ ბოსლების სკოლის გუნდმა, ბიჭებში სოფელ განთიადის სკოლის გუნდმა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა, გამარჯვებულ გუნდებს თასი და ფეხბურთის ბურთი გადასცა.





