dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

საკრებულომ სხდომა გამართა

17 ოქტომბერი, 2022
იმპორტირებული სიახლეები

საკრებულომ სხდომა გამართა

საკრებულომ სხდომა გამართა
17 ოქტ 2022
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“.
3. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტში 2022 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის მოწონების თაობაზე’’დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 იანვრის №გ-109-109220252 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. განკარგულება: ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დმანისის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 15 აპრილის №გ-109.109221056 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების 2022 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ ‘’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 თებერვლის №გ-109.109220551 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქონების ააიპ ,,ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლა’’-სათვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
7. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების) აუქციონის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.