dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

„გენდერული თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების“ საკითხებზე ტრენინგი გამართა

9 ნოემბერი, 2022
იმპორტირებული სიახლეები

„გენდერული თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების“ საკითხებზე ტრენინგი გამართა

„გენდერული თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების“ საკითხებზე ტრენინგი გამართა
09 ნოემ 2022

სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტისა და თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის „გენდერული თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების“ საკითხებზე ტრენინგი გამართეს. შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერის არსზე და ძირითად ცნებებზე. იმსჯელეს ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების ხელმისაწვდომობასა და მხარდამჭერი ღონისძიებების აუცილებლობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი.