9 ნოემბერი, 2022
იმპორტირებული სიახლეებისასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში მაგიდის ჩოგბურთი გაიმართა
სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში მაგიდის ჩოგბურთი გაიმართა
09 ნოემ 2022
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის მუნიციპალური შეჯიბრი გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში. პირველ ადგილზე გავიდა სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლა, მეორე ადგილზე ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლა, ხოლო მესამეზე სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლა. გამარჯვებულ სკოლებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, თემური ზურაბიშვილმა და არიფ სულეიმანოვმა თასი და სიგელები გადასცეს.





