dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

საკრებულომ სხდომა გამართა

17 იანვარი, 2023
იმპორტირებული სიახლეები

საკრებულომ სხდომა გამართა

საკრებულომ სხდომა გამართა
17 იან 2023
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ გრანტის მიღებასთან დაკავშირებით
5. განკარგულება: ,,პირის დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის“ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე
6. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მოწონების თაობაზე’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 08 დეკემბრის №გ-109.109223429 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
7. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ.პ.ს „ენ ბი ჯი“ ჯგუფს შორის დადებული 2020 წლის 19 მარტის N4 ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებისგან შპს „ენ ბი ჯი ჯგუფი“-ს ნაწილობივ გათავისუფლების შესახებ
8. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების) აუქციონის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
9. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების 2023 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.