dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა

27 თებერვალი, 2023
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა
27 თებ 2023
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა, სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“
3. დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
4. დადგენილება: „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
5. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. განკარგულება: დმანისი მუნციპალიტეტის მერისთვის „მერების შეთანმებასთან” მიერთებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
7. განკარგულება: ,,სტიქიის შედეგად საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 იანვრის Nგ-109.109220254 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტში 2023 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის მოწონების თაობაზე.