6 მარტი, 2023
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში დაფინანსებულ ახალ პროექტს ხელი მოაწერეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში დაფინანსებულ ახალ პროექტს ხელი მოაწერეს.
06 მარ 2023
პროექტის ფარგლებში იაპონიის საელჩომ დმანისის მუნიციპალიტეტს საგრანტო პროგრამით (GGP) 95 864 აშშ დოლარი გამოუყო, რომლითაც მერია მყარი ნარჩენების შემგროვებელ ახალ მანქანას შეიძენს.
" გარემოზე ზრუნვა ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, მადლობას ვუხდი იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერისთვის. პროექტი მიზნად ისახავს გარემოს დაცვას", ნათქვამია, კობა მურადაშვილის განცხადებაში.





