20 მარტი, 2023
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტის მერმა აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
20 მარ 2023
კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან, საკრებულოს წევრებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მაია ხმალაძესთან ერთად, დმანისელ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას პირადად ესტუმრა და სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი სადღესასწაულო ნობათი გადასცა.
"დღეს, ტრადიციულად ვესტუმრეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, აზერბაიჯანელ ოჯახებს, პირადად მივულოცეთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ყველა მოქალაქის რწმენის პატივისცემა", ნათქვამია კობა მურადაშვილის განცხადებაში.





