11 აპრილი, 2023
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ორმოცწყარო მაშავერას პროექტის განმახორციელებელი მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ორმოცწყარო მაშავერას პროექტის განმახორციელებელი მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
11 აპრ 2023
შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობასა და ასევე, მშენებლობის მიმდინარეობისას დაზიანებული გზის საფარის მდგომარეობაზე, მშენებელი კომპანია აცხადებს, რომ პროექტი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით და მილსადენის გაყვანის დასრულებისთანავე აღდგება გზის დაზიანებული საფარი.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ლევან მანთაშაშვილი და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.





