12 აპრილი, 2023
იმპორტირებული სიახლეებიპროგრამის ფარგლებში "ჩემი პირველი კომპიუტერი" დმანისელ წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
პროგრამის ფარგლებში "ჩემი პირველი კომპიუტერი" დმანისელ წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
12 აპრ 2023
დაჯილდოების ცერემონიას, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ხმალაძე, რესურსცენტრის თანამშრომლები, პედაგოგები, საჯარო სკოლის დირექტორები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდებს მიესალმა და შემდგომი წარმატებები უსურვა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ნათელი მომავალი წარმატებული ახალგაზრდების ხელშია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერი" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” - ს გეგმის მიხედვით ხორციელდება, პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზისო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.





