dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

19 აპრილი, 2023

19 აპრ 2023
ურთიერთგაგების მემორანდუმები წარმოადგენს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველს, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საქმიანობის გაუმჯობესებას და მუნიციპალიტეტის დასახლებებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაზრდას.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილმა, ასევე საჯარო მოხელეებმა აღნიშნული მუნიციპალიტეტიდან.
ღონისძიება გახსნეს USAID საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის უფროსმა მრჩეველმა დემოკრატიისა და მმართველობის საკითხებში კორინ როტბლუმიმ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა.