21 აპრილი, 2023
იმპორტირებული სიახლეებიდღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
21 აპრ 2023
შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების შესრულების ხარისხზე და დასრულების ვადებზე.
შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, მურაზი აბრამიშვილი, მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის უფროსი, პაატა ასლანიშვილი და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი, ლევან მანთაშაშვილი, თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.





