5 მაისი, 2023
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ.
05 მაი 2023
ბავშვთა თეატრალურმა სტუდიამ "ბერიკები" საზოგადოებას იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის „იავნანამ რა ქმნა?“ მიხედვით მომზადებული სპექტაკლი წარუდგინა.
ღონისძიების ფარგლებში, მუსიკალური ნომრები შეასრულა ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "კიდევაც დაიზრდებიან".
პარალელურად ხატვისა და რეწვის სტუდიების ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული),
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოსი არქიმანდრიტი დიონისე (გვიმრაძე) და დეკანოზი გიორგი (ანდიაშვილი).





