2 ივნისი, 2023
იმპორტირებული სიახლეები,,ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს “ - დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
,,ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს “ - დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
02 ივნ 2023
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ბავშვზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით, სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები ( 7 - 12 წლის ასაკის) ქალაქ თბილისში, ცირკში გამართულ საგაზაფხულო წარმოდგენაზე წაიყვანა.
ამავე სამსახურის ბავშვზე ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სიმბოლური საჩუქრები გადასცა.





