19 ივნისი, 2023
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, ბოლნისში ქართველი და აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევრების ერთობლივ გამოფენას დაესწრო.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, ბოლნისში ქართველი და აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევრების ერთობლივ გამოფენას დაესწრო.
19 ივნ 2023
სხვა მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრში, „არტ მარანში“, დმანისელი მხატვრების: ავთანდილ ნარსავიძისა და გაშამ სულეიმანოვის ნამუშევრები ერთი დღით გამოიფინა.
ღონისძიება მუსიკალურად კომპოზიტორმა ლევან ქუქჩიშვილმა გააფორმა.
ღონისძიების მონაწილეებმა თავიანთი შემოქმედებით საზოგადოებას შეახსენეს, რომ ქართველები და აზერბაიჯანლები გვერდიგვერდ ყოფნითა და მეგობრობით, ერთად აშენებენ საქართველოს მომავალს.





