19 ივნისი, 2023
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტში, სპორტის დამსახურებული მუშაკის, შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირი გაიმართა.
დმანისის მუნიციპალიტეტში, სპორტის დამსახურებული მუშაკის, შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირი გაიმართა.
19 ივნ 2023
ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გუნდები: „დმანელი“ და “ბავარია“ , დაძაბულ შეხვედრაში ფეხბურთის გუნდმა „ბავარიამ“ მოიპოვა გამარჯვება.
გუნდს გამარჯვება პირადად შუქრი ჩხეტიანის ძმამ, სლავა ჩხეტიანმა მიულოცა და გარდამავალი თასი, სიგელი და ფეხბურთის ბურთი გადასცა.
მეორე ადგილზე გასულ გუნდს კი, მერიის სახელით, ფეხბურთის ბურთი და სიგელი გადაეცა. ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ა(ა)იპ დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის მხარდაჭერით გაიმართა.





