25 ივნისი, 2023
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა მოადგილესთან, არიფ სულეიმანოვთან ერთად, დმანისელ სპორტსმენებს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში დაიკავეს საპრიზო ადგილები წარმატება მიულოცა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა მოადგილესთან, არიფ სულეიმანოვთან ერთად, დმანისელ სპორტსმენებს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში დაიკავეს საპრიზო ადგილები წარმატება მიულოცა
25 ივნ 2023
ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში მოლდოვის ქალაქ კიშინიოვში გაიმართა, სადაც დმანისელმა სპორტსმენებმა, ნოდარ ციხელაშვილმა და ბილალ კოჯაევმა წარმატებით იასპარეზეს.
II და III ადგილი - ნოდარ ციხელაშვილი (მარჯვენა და მარცხენა მკლავით);
III ადგილი - ბილალ კოჯაევი (მარჯვენა მკლავი);
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს მიღწეულ წარმატებას ახალგაზრდა სპორტსმენებს.





