dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

იაყუფლოს წყალსაცავის რეაბილიტაცია იწყება

14 სექტემბერი, 2023
იმპორტირებული სიახლეები

იაყუფლოს წყალსაცავის რეაბილიტაცია იწყება

იაყუფლოს წყალსაცავის რეაბილიტაცია იწყება
14 სექ 2023
იაყუფლოს წყალსაცავზე წყლის დონის დაწევასთან დაკავშირებით გვინდა მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ წყალსაცავი სეზონური რეგულირებისაა, მისი შევსება იწყება აპრილიდან, სრულად ივსება ივნისში და იცლება სექტემბრის ბოლოს - რწყვის პერიოდში.
სარეაბილიტაციოდ მოსამზადებელი სამუშაოების გამო კი ამ ეტაპზე წყალსაცავის დაცლა მიმდინარეობს, რის გამოც წყლის დონე ჩვეულზე უფრო დაბალია.
წყალსაცავის რეაბილიტაციას საქართველოს მელიორაცია აწარმოებს. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია წყალსაცავის კაშხლის გამაგრება. იაყუბლოს წყალსაცავი წყლით ამარაგებს 3000 ჰექტარ მიწის ფართობს, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებელია წყალსაცავის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის.
ასევე, პროექტის ფარგლებში მოეწყობა და მოწესრიგდება გზა, გარე განათებები და ტურისტული თუ სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ნაგებობები.
დმანისის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის წყალსაცავის რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია და მის განხორციელებაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საქართველოს მელიორაციასთან აქტიურად თანამშრომლობს.