30 დეკემბერი, 2016
იმპორტირებული სიახლეებიახალი წელი დმანისში
ახალი წელი დმანისში
30 დეკ 2016
სულ რამდენიმე საათი და ახალი წელი შემობრძანდება.
წელს განსაკუთრებულად ლამაზია, ჩვენი მუნიციპალიტეტის ქუჩები და სკვერები, რომლებიც საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციული სანათებითა და ილუმინაციებით მოირთო. 31 დეკემბერს 22:30 საათზე ქალაქ დმანისის კულტურის ცენტრში მოეწყობა საახალწლო ღონისძიება. დმანისის მუნიციპალიტეტის პირველ პირთებთან ერთად ახალი წლის მოსალოცად მოწვეული იქნებიან სასულიერო პირებიც. 12 საათზე ღონისძიებას დაასრულებს ,,ფეიერვერკი“ როგორც სცენაზე, ასევე ღია ცის ქვეშ. ძვირფასო დმანისელებო, გელოდებით ყველას. წინ სასიამოვნო საღამო გელოდებათ..





