19 დეკემბერი, 2023
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კამარლოს, ბოსლების და ქალაქ დმანისის N1, N2, N3 საჯარო სკოლის გუნდებს შორის „მხიარული სტარტები ” გაიმართა.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კამარლოს, ბოსლების და ქალაქ დმანისის N1, N2, N3 საჯარო სკოლის გუნდებს შორის „მხიარული სტარტები ” გაიმართა.
19 დეკ 2023
თამაშები კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა და გამარჯვება ქალაქ დმანისის N 3 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილი სოფელ ბოსლების, ხოლო მესამე ადგილი სოფელ კამარლოს საჯარო სკოლამ დაიკავა. გამარჯვებული გუნდები დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით თასით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
პროექტის მიზანია საზოგადოებისა და განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივად ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.





