19 დეკემბერი, 2023
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტში რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დმანისის მუნიციპალიტეტში რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა
19 დეკ 2023
ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზაცია HEKS/EPER Georgia, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის (CIF) პარტნიორობით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დმანისის, ბოლნისისა და მარნეულის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობის მექანიზმების შემუშავების პროცესში.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალურ საბიუჯეტო პროცესში ჩართულობის მექანიზმების დანერგვის ამჟამინდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, 2024 წელს საკომუნიკაციო არხებისა და მექანიზმების განვითარების შეფასების და დაგეგმვის გამოცდილების გაზიარება, საბიუჯეტო პროცესის ინკლუზიურობის გასაფართოებლად.





