12 მარტი, 2024
იმპორტირებული სიახლეებიდინამოს აკადემიის წარმომადგენლებმა, ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის "ნორჩ ფეხბურთელებს" სპორტული ინვენტარი გადასცეს
დინამოს აკადემიის წარმომადგენლებმა, ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის "ნორჩ ფეხბურთელებს" სპორტული ინვენტარი გადასცეს
12 მარ 2024
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერის მოადგილემ კახა პეტრიაშვილმა და დინამოს აკადემიის წარმომადგენლებმა, ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის "ნორჩ ფეხბურთელებს" სპორტული ინვენტარი გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია სპორტული განათლების ხელშეწყობა. მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მერია უზრუნველყოფს "დინამოს აკადემიაში" ჩარიცხული დმანისელი ნორჩი ფეხბურთელების მომზადების საფასურს, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო ასაკის ბავშვებში ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.





