19 მარტი, 2024
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა სოფლის ექიმებთან და წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა სოფლის ექიმებთან და წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
19 მარ 2024
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წითელი ჯვრის და სოფლის ექიმის პროგრამის ეფექტურად განხორციელებისთვის, ურთიერთკოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დეტალურად იყო განხილული დმანისის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის ექიმის" ამბულატორიების მუშაობის პროცესი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 ამბულატორიაა განთავსებული. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ის პრობლემები და საჭირბოროტო საკითხები, რაც მოსახლეობის და ექიმების წინაშე დგას. ამ მიმართულებით, სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს და შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.





