9 აპრილი, 2024
იმპორტირებული სიახლეებიდმანისში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
დმანისში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
09 აპრ 2024
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან, საკრებულოს წევრებთან და მოაქალაქეებთან ერთად, სოფელ ბოსლებში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოსმა დიონისე გვიმრაძემ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. რის შემდეგაც სოფელ ბოსლების საჯარო სკოლა მცირე, თემატური ღონისძიებით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე.





