dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

თეა ახვლედიანის სამუშაო ვიზიტი დმანისში

17 აპრილი, 2024
იმპორტირებული სიახლეები

თეა ახვლედიანის სამუშაო ვიზიტი დმანისში

თეა ახვლედიანის სამუშაო ვიზიტი დმანისში
17 აპრ 2024
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და ქვემო ქართლის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დმანისიდან გახსნა.
სახელმწიფო მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას ერთთვიანი მრავალკომპონენტიანი კამპანიის მიზნები გააცნო, რომელიც ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, სხვადასხვა მიმდინარე აქტუალური საკითხის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატაყულიაშვილმა.
კამპანია 16 აპრილიდან 22 მაისამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც 70-მდე სოფლის მოსახლეობას მოიცავს.