1 იანვარი, 2017
იმპორტირებული სიახლეებისაზეიმო კონცერტით შეხვდნენ ახალი წლის დადგომას დმანისის მუნიციპალიტეტში
საზეიმო კონცერტით შეხვდნენ ახალი წლის დადგომას დმანისის მუნიციპალიტეტში
01 იან 2017
31 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ანსამბლებისა და სტუდიების მეშვეობით გაიმართა საახალწლო კონცერტი.
დმანისელებს დამდეგი 2017 წელი სცენიდან მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილემ - ზაზა გოშუანმა.
ლამაზად მორთულ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ცეკვისა და სიმღერის სტუდიების წარმომადგენლები.
საახალწლოდ შეკერილმა ტანისამოსმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
საახალწლო კონცერტი საღამოს 22:30 საათზე დაიწყო და ღამის თორმეტ საათზე ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.





