dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

სოფელ ზემო ოროზმანში ახალი სკვერი მოეწყო

10 ივნისი, 2024
იმპორტირებული სიახლეები

სოფელ ზემო ოროზმანში ახალი სკვერი მოეწყო

სოფელ ზემო ოროზმანში ახალი სკვერი მოეწყო
10 ივნ 2024
სოფელ ზემო ოროზმანში ახალი სკვერი მოეწყო
სკვერის მოწყობის სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად ადგილზე შეაფასა.
,,ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა სოფელ ზემო ოროზმანში, სადაც დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა, სკვერში ძალიან სასიამოვნო გარემოა და აქ მცხოვრები ადამიანები უკვე ახალ გარემოში შეძლებენ დასვენებას. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის"-განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
პროექტი განხორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და შეადგენს 183 090 ლარს.