1 ივნისი, 2025
იმპორტირებული სიახლეებიბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დმანისის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ აღინიშნა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დმანისის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ აღინიშნა
01 ივნ 2025
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დმანისის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ აღინიშნა.
მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, თავისუფლების ხეივანსა და ცენტრალურ სკვერში ბავშვთა გასართობი ღონისძიება გაიმართა.
პატარებისთვის მოეწყო საბავშვო გასართობი კუთხე, ისარგებლეს სახეზე მოხატვის სერვისით, მათ განწყობაზე იზრუნეს ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები, მათ მზრუნველობაში მყოფ ბენეფიციარებს პირადად ესტუმრნენ, მიულოცეს დღევანდელი დღე და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.





