3 ივლისი, 2025
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოები ხერგიანისა და ცურტაველის ქუჩებზე მიმდინარეობს და პროექტი დაახლოებით ნახევარ კილომეტრიანი გზის მონაკვეთის დაგებას ითვალისწინებს.
დმანისის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოები ხერგიანისა და ცურტაველის ქუჩებზე მიმდინარეობს და პროექტი დაახლოებით ნახევარ კილომეტრიანი გზის მონაკვეთის დაგებას ითვალისწინებს.
03 ივლ 2025
მუშა პროცესი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და მერის მოადგილემ კახა პეტრიაშვილმა დაათვალიერეს.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 226,606 ლარს შეადგენს.
,,მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად განაგრძობს საგზაო ინფრასტრუქტურული
პროექტების განხორციელებას, რათა ქალაქში გადაადგილება იყოს უფრო უსაფრთხო და კომფორტული" განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.





