2 სექტემბერი, 2025
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, სოფელ შინდლარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი მინი სპორტული მოედანი გახსნა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, სოფელ შინდლარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი მინი სპორტული მოედანი გახსნა.
02 სექ 2025
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, სოფელ შინდლარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი მინი სპორტული მოედანი გახსნა.
კობა მურადაშვილის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ სპორტში, სწორად გამოიყენონ თავისუფალი დრო, შეიძინონ მეგობრები და იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით.
პროექტის ღირებულება 116 000 ლარს შეადგენს, რომელიც მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
სპორტული მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სოფლის მოსახლეობა და ახალგაზრდები დაესწრნენ.





