2 თებერვალი, 2026
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები დაიწყო
დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები დაიწყო
02 თებ 2026
დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები დაიწყო
საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მერის მოადგილე თემური ზურაბიშვილი, საკრებულოს წევრები ახის, ველისპირის, განახლების, სარკინეთის, გომარეთის, მამულოს, ქციის მოსახლეობას შეხვდნენ. მოქალაქეებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ერთობლივად იმსჯელეს პრიორიტეტულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზები დასახეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, პაატა ყულიაშვილის განცხადებით, მოქალაქეთა გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. 2026 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 686000 ლარი გამოიყო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.





