14 თებერვალი, 2026
იმპორტირებული სიახლეები2 თებერვლიდან დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად თითოეულ სოფელში, ადგილობრივი თემისთვის პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებს მოსახლე
2 თებერვლიდან დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად თითოეულ სოფელში, ადგილობრივი თემისთვის პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებს მოსახლე
14 თებ 2026
2 თებერვლიდან დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად თითოეულ სოფელში, ადგილობრივი თემისთვის პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებს მოსახლეობასთან ერთად განიხილავდნენ.
გზის მოხრეშვა, გარე განათების ქსელის მოწყობა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების რეაბილიტაცია - ეს ის ძირითადი საჭიროებებია, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან სოფლის საერთო კრებებზე ყველაზე ხშირად დასახელდა.
2026 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 686000 ლარი გამოიყო.
მოქალაქეთა გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.





