15 მარტი, 2026
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ განთიადში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მერიის მხარდაჭერით, 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.
დმანისის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ განთიადში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მერიის მხარდაჭერით, 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.
15 მარ 2026

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ. ახალი სასწავლო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის დაპროექტებული და მოიცავს ყველა საჭირო რესურსს ხარისხიანი განათლებისთვის.
„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება ახალგაზრდა თაობას ჯანსაღი და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობას აძლევს“, განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილის განცხადებაში.