3 თებერვალი, 2017
იმპორტირებული სიახლეებიდმანისს ახალი ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება
დმანისს ახალი ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება
03 თებ 2017
გოგი ბარბაქაძე - დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახალი კომპაკტორიანი შვიდი კუბური მეტრი ტევადობის ნაგავმზიდი მოემსახურება, რაც ხელს შეუწყობს დასუფთავების სამუშაოების ეფექტურ შესრულებას.
უახლოეს მომავალში ქალაქს კიდევ ერთი, ცამეტი კუბური მეტრი ნაგავმზიდი და 100 ახალი ნაგვის კონტეინერებიც შეემატება. კონტეინერები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბნებში განთავსდება.



