23 ივლისი, 2015
იმპორტირებული სიახლეებისამუშაო შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტში თემაზე გენდერული თანასწორობა და ქალთა ჩართულობის გაზრდა აგრო ბიზნესში
სამუშაო შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტში თემაზე გენდერული თანასწორობა და ქალთა ჩართულობის გაზრდა აგრო ბიზნესში
23 ივლ 2015
| მიმდინარე წლის 23 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ასოციაციამ : ,,ქალი და ბიზნესი“ და ,,ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია“ პროექტის - ,,ძლიერი ქალები სოფლად“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა ადგილობრივ მოსახლეობასთან სახელწოდებით გენდერული თანასწორობა და ქალთა ჩართულობის გაზრდა აგრო ბიზნესში, სადაც დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ახალი შესაძლებლობების შესახებ აგროსექტორში, გააცნეს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკა, ისაუბრეს ქალთა უფლებების შესახებ (შრომის, ჯანმრთელობის და ა.შ) ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე, ახალ შესაძლებლობებზე და გამოწვევებზე, სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ფერმერებს განავითარონ უკვე არსებული ფერმერული მეურნეობები ან წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი. შეხვედრა იყო ინტერაქტიული, მომხსენებლებმა და მსმენელებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და შეხედულებები გაუზიარეს. |



