25 თებერვალი, 2017
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშა დაეშვა
დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშა დაეშვა
25 თებ 2017
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება და ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი ცხადდება.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაუშვეს.



