27 თებერვალი, 2017
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი ეტაპი მაგიდის ჩოგბურთში
დმანისის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი ეტაპი მაგიდის ჩოგბურთში
27 თებ 2017
2017 წლის 24 თებერვალს ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი ეტაპი მაგიდის ჩოგბურთში. ღონისძიების ორგანიზატორი იყო დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური, კოორდინატორი საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია. გამარჯვება მოიპოვეს სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები.





