2 მარტი, 2017
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სოფელ ირგანჩაიში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლი და საკვები პროდუქტები გადასცეს
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სოფელ ირგანჩაიში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლი და საკვები პროდუქტები გადასცეს
02 მარ 2017
მიმდინარე წლის 1 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა სოციალური აქციის ფარგლებში, სოფელ ირგანჩაიში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს ზარნიშან გასიმოვას გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლი და საკვები პროდუქტები გადასცეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ეტლების უზრუნველყოფას ახდენს საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, პროექტი გრძელდება და მის ფარგლებში უახლოეს მომავალში აღნიშნულ სოფელში კიდევ 2 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდება.
მუნიციპალიტეტის ხელმძრვანელმა პირებმა ამავე დღეს მოინახულეს სოფელ ირგანჩაის ამბულატორიის თანამშრომლები და ჩვილი ბავშვებისათვის განკუთვნილი საჩუქრები გადასცეს.





