dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

ინტელექტუალური კონკურსი „წიგნის თარო“

7 მარტი, 2017
იმპორტირებული სიახლეები

ინტელექტუალური კონკურსი „წიგნის თარო“

ინტელექტუალური კონკურსი „წიგნის თარო“
07 მარ 2017

დმანისის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ქალაქ დმანისის N1 და სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლებში ჩატარდა შიდასასკოლო ინტელექტუალური კონკურსი „წიგნის თარო“. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი წარმატებული გადაცემის „წიგნის თაროს“ ანალოგს. მისი მიზანი იყო ახალგაზრდებში აემაღლებინა წიგნიერების დონე. სკოლებს წარმოდგენილი ყავდათ გუნდები, რომელთა შორის გამოვლენილი პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს ცენტრის სახელით გადაეცათ სიგელები და ენციკლოპედიები. 
კონკურსს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და ქალაქ დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები. 
ღონისძიება ჩატარდა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ საერთაშორისო სააგენტოს (USAID) - ის ფინანსური მხარდაჭერით.